"ადგილობრივმა რადიკალებმა სხდომა შემაწყვეტინეს!"- პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაგდებული გავრილოვი ურთიერთობების გამყარებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:01, 20 Jun, 2019     1638
სერგეი გავრილოვი, რომელიც ამჟამად სასტუმროში რედისონში იმყოფება, ამბობს, რომ გუშინდელი თბილი მიღების შემდეგ ასეთ დემარშს არ ელოდა. გავრილოვის თქმით, ის საქართველოში მართმადიდებლობასა და ქრისტიანულ სიყვარულზე სასაუბროდ ჩამოვიდა, საპასუხოდ კი პროტესტი მიიღო.

„ვთვლი, რომ ეს უვარგისი მცდელობა იყო საერთაშორისო მართლმადიდებლური ფორუმის ჩასაშლელად. ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისი საფუძველია საპარლამენტთაშორისო კავშირების გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთსა და არც სხვაგან. ცხელ წერტილებში ჩემი ვიზიტი მხოლოდ მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქრისტიანების დახმარებას სირიასა და კოსოვოშიც"- აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა რადიკალებმა მას სხდომა შეაწყვეტინეს წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს.

რუსმა დეპუტატმა გავრილოვმა პარლამენტის შენობა დაახლოებით 1 საათის წინ დატოვა. ის ამ დრომდე სასტუმრო რედისონში რჩება სადაც დაცვა გაძლიერებულია. როგორც რუსი დეპუტატები ამბობენ, მათ არ აქვთ გადაწყვეტილი, გაგრძელდება თუ არა ან სად გაგრძელდება ასამბლეა.

სასტუმრო რედისოის წინ აქცია მიმდინარეობს, შენობასთან ,,რუსეთი ოკუპანტიას'' წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიცკრემლის ინტერესების წარმომადგენლების საქართველოში ყოფნას აპროტესტებენ და მათ მიერ ქვეყნის დატოვებას მოითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42