საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაზე გუშინ სიტყვითაც გამოვიდა და სესიის ბოლოს სამახსოვრო ფოტოც გადაიღო, სადაც ის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელთან სერგეი გავრილოვის გვერდით დგას.
შეგახსენებთ, დღეს ასამბლეის სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, ასამბლეის თავმჯდომარე სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზიგადოებაში. საპროტესტო განცხადებები გაავერცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც, მათ უმრავლესობა აცხადებდა, რომ ისინი ამის საქმის კურსში არ იყვნენ. განცხადებები გაავრცელეს ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა ბახტაძემ, სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძემ და სხვებმა.
თავად კობახიძე დღეს ვიზიტით აზერბაიჯანშია წასული, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა. მთავარი მოთხოვნა, რომელსაც დღეს საპროტესტო აქციებზე აჟღერებენ სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია კობახიძის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






