რუსეთის სამთავრობო არხებზე საქართველოს საკითხი ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა, რუსები „ერთმორწმუნე“ მეზობლის მომავალზე „დარდობენ“ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ევროპა საქართველოს ლგბტ პრაიდის ჩატარებას აიძულებს ევროპაში მიღების სანაცვლოდ. ამ თემებზე საუბარია თოქ შოუებშიც.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ საქართველოს საკითხის გააქტიურება ემთხვევა საქართველოს შიგნით პრორუსული, ანტიევროპული და ანტინატოური ჯგუფების გააქტიურებას. ასევე საქართველოში მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის სტუმრობას, რომლის პრეზიდენტიც ამ დროისთვის რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც დღეს 2019 წლის ივნისს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან სულ რაღაც 11 წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძლიდან ოკუპანტის ენაზე მიმართავდა დამსწრე საზოგადოებას.
მასალის გამოყენების პირობები






