„10 კინკილა ადამიანის დევნას, რომლებიც მთლად შუაზე რომ გასკდენ მაინც ვერასოდეს გახდებიან ბევრი საქართველოში, არ ჯობია ქართველების დაუძინებელ მტერს გავრილოვს მიუვარდეთ?! მაგრამ ის ხომ ხაზეინია!
რაც შეეხება ორივე მხარის ქმედებას:
გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილად, არ მიმაჩნია გამართლებურად პრაიდის ირგანიზატორების მხრიდან ის სიჯიუტე, რასაც ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან მიმართებაში ავლენენ. დიახ, კონსტიტუცია და კანონი მსრთალია იცავს უმცირესობას და ამ ადამიანებს აქვთ უფლებს არსებობის, მომწონს თუ არა მე, პირადად, მათი ცხოვრების წესი, მაგრამ იმ დაპირისპირების ფონზე, ყველაზე მინიმუმ, პროვოკაციად გამოიყურება მათი ქმედებები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუსულ სპეცსამსახურებს უქმნიან ნოყიერ ნიადაგს პროვოკაციებისთვის და აშკარაა, ამ სპეცსამსახურების პოლიგონად იქცა აღნიშნული პროცესი. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე ვერასოდეს ჩამოვყალიბდებით ძლიერ სახელმწიფოდ, მაგრა იმ ხიფათების გათვალისწინებით, რა საფრთხეების ზღვარზე უწევს ამ დღეებში ქვეყანას ცხოვრება, პრაიდის ორგანიზატორების მხრიდან უფლებებისთვის ბრძოლაზე მეტად, წითლის ფრიალს ემსგავსება მათი ქმედება.
ახლა, რაც შეეხება „რაინდს“ და მის „ლეგიონს“:
კითხვაც არ სჭირდება იმას, რომ რასაც ვასაძე აკეთებს, არაფერი ააქვს საერთო ეროვნულობასთან. უფრო მეტიც, ეს არის ანტიეროვნული ქმედება და სწორედ იმ სპეცსამსახურების გეგმის ნაწილია, რომელიც პროვოკაციების პოლიგონში ითრევს ჩვენს საზოგადოებას. თუ გვსურს დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესი, მაშინ უნდა უარი ვთქვათ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც კვებავს პროვოკატორებს, თუნდაც ამ ეტაპზე სრულფასოვნად ვერ იმუშავოს კონსტიტუციის იმ მუხლმა, რომელიც ადამიანის უფლებებს არეგულირებს.“ - წერს ედპ-ის ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






