"უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან" - გავრილოვის აზრით, რუსეთთან საქართველოს დიალოგს აღარაფერი აფერხებს
პოლიტიკა - 19:10, 19 Jun, 2019     1541
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში პარლამენტის მოწვევით იმყოფება. ის აფხაზეთის ომში მონაწილეობას უარყოფს. აცხადებს, რომ დროა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. სერგეი გავრილოვთან ინტერვიუ "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.


ინტერვიუში გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლის მიზანზე საუბრობს. ამბობს, რომ რუსული მხარე შეეცდება იპოვოს დიალოგის შესაძლებლობა. მისივე განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც თანამშრომლობას საჭიროებს. გავრილოვი ამბობს, რომ მთავარი სარწმუნოებაა, რომელიც ქართველი და რუსი ერისთვის მთავარი ფასეულობაა. რუსი დეპუტატი ფიქრობს, რომ დიალოგის აღარაფერი აფერხებს, ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის უსიამოვნების "ინიციატორია" საქართველოში აღარ იმყოფება.

რუსი დეპუტატის განცხადებით, ის ტერიტორიულ საკითხებზე ვერ ისაუბრებს, მისი თქმით, იყო გარკვეული უთანხმოება, მაგრამ პრობლემის გადალახვა შესაძლებელია.

„საქართველოს პარლამენტმა მომიწვია, ორი წლის განმავლობაში წყდებოდა ამ ასამბლეის თბილისში ჩატარების საკითხი. მიგვაჩნია, რომ საქართველო კარგად მოემზადა, ჩვენი მიზანია შევეცადოთ ვიპოვოთ შესაძლებლობები დიალოგისთვის. მთავარი საკითხები უკავშირდება ჰუმანიტარული, ეკონომიკურ თანამშრომლობას, კულტურასა და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვაც ტურისტების რიცხვიც, მაგრამ ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში ჩამოვრჩებით. ამ სახის თანამშრომლობის საფუძვლები მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური ფასეულობებია. ეს დაგვეხმარება შევქმნათ ახალი მოდელი ჩვენს ხალხებს და პარლამენტებს შორის ურთიერთობებისთვის.

რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, მე ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ამ საკითხს ვერ განვიხილავ. იყო ჩვენს ხალხებს შორის ბევრი უსიამოვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. ამ უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. უნდა ვაწარმოოთ თანაბარი დიალოგი ვეძებოთ გზები მწვავე საკითხების პოზიტიურად გადასაწყვეტად და ვფიქრობ, რომ თანაბარი დიალოგით და ნდობით შევძლებთ ჩავაცხროთ ის საკითხები, რაც წარსულში ერთმანეთისგან გვყოფდა. სხვა გზა არ არსებობს. 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა. ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მრავალრიცხოვანი დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან მე ვარ ასამბლეის პრეზიდენტი, თუ ჩამოვდივარ კერძო პირის სტატუსით დაცვით არასოდეს ვსარგებლობ,“-აცხადებს გავრილოვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42