საგამოძიებო სამსახურმა ერთ თვეში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის 6 ფაქტი გამოავლინა, პასუხისგებაში კი 23 მეწარმე მისცა
პოლიტიკა - 18:07, 19 Jun, 2019     744
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ თვეში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის 6 ფაქტი გამოავლინა, პასუხისგებაში კი 23 მეწარმე მისცა - ამის შესახებ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილი იქნა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვსი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 23 მეწარმე, მათგან პატიმრობაში იმყოფება 17 პირი, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც, ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს, ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში. რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისათვის.

ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს. რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და და პირების გამოვლენა მხილების მიზნით.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42