„ლგბტქი თემის წევრები და მხარდამჭერები შაბათს, 22 ივნისს თბილისში პრაიდის კვირეულის პრაიდით ან/და საჯარო ღონისძიებით აღნიშვნას გეგმავენ. მოლოდინი გვაქვს, რომ ღონისძიებაზე ბევრი ადამიანი იქნება. ეს არის პირველი წელი, როდესაც პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საჯარო ღონისძიება დაიგეგმა. წარსულში აქტივისტების საჯარო გამოხატვამ, კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი პასუხი გამოიწვია, რასაც თან ახლდა, როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური ზიანი. აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს მიეცათ რჩევა, თავი აარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც საზოგადოების ფართო მასები იკრიბებიან.
მისაღები ზომები:
თავი აარიდეთ დემონსტრაციას;
მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუ მოხვდებით დიდ თავყრილობასთან ან საპორტესტო აქციასთან ახლოს;
სიახლეების მისაღებად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას;
მოერიდეთ საჯაროობას;
ითხოვეთ დახმარება.”
შეგახსენებთ, მოსალოდნელი საფრთხის გამო, თავის მოქალაქეებს ღირსების მარშისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა ნიდერლანდების საელჩომაც.

მასალის გამოყენების პირობები






