"მოიძულეთ უსჯულოება, შეიყვარეთ განსხვავებული და მაშინ იქნებით ჭეშმარიტი ადამიანები" - დიაკონი ირაკლი "თბილისი პრაიდზე"
პოლიტიკა - 17:27, 19 Jun, 2019     1269

დიაკონი ირაკლი სოციალურ ქსელში "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით, გამოთქმულ ჰომოფობიურ განცხადებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, შეიყვარეთ განსხვავებული და მაშინ იქნებით ჭეშმარიტი ადამიანები.

"ნუთუ შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა ისიც, რომ ამ შეკრებილთ ფაშისტური მოწოდებები ეკეთებინათ? მაგალითად, გერმანია მსგავსი შინაარსის შემცველ ქმედებას კრძალავს, მეტიც დასჯადია. დასჯადია ასევე ფაშისტური სიმბოლიკის შემცველი ხელის მოძრაობა და წამოძახილი. ანუ, საკანონმდებლო თავისუფლების ყველა კანონს, კონკრეტულ კონტექსტში, კონკრტულ რეგიონში, რაღაც შემზღუდავი, ან უფრო მარეგულირებელი წესიც აქვს. მიუხედავად ზემოთხსენებული აზრისა, აღნიშნულ ქმედებებს, კანონებსა და მათ აღსრულებას სახემწიფო კონსტიტუცია არეგულირებს და ხელისუფლება მის აღსრულებასა და დაცვაზე ზრუნავს (უნდა ზრუნავდეს).

და რა როლი აქვს აქ ეკლესიას? ეკლესიის უპირველესი მიზანი ადამიანის სულის ცხონებაა. ზეციური ეკლესიის მიწიერი წარმომადგენლობა კი ამ მხრივ უამრავი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენი, როგორც ეკლესიის მსახურთა ვალდებულება თმენაში მდგომარეობს - არ წამოვეგოთ რა მიწიე საცდურთ, ძალადობას, უზნეობას, ბოროტებას - მაშასადამე წმინდად შევინარჩუნოთ ღმრთის ხატება და მუდმივად ვესწრაფოდეთ მის მსგავსებას.

როგორც ქრისტესმიერი დიაკონი, მოვალე ვარ მოგიწოდებდეთ სიყვარულისა და თმენისკენ. ნუ გახდებით ნურც გარყვნი ხორცისა და ნურც გარყვნილი იდეოლოგიის მსხვერპლნი - არა ძალადობას! არა მუშტ, ქამარსა და კომბალს, მაგრამ ასევე, არა ფსიქოლოგიურ ძალადობას სხვადასხვა მიუღებელი იდეოლოგიით! ყოველივე ბოროტების მკურნალი კი სიყვარულია!

უთხარით უარი საკუთარ თავს, არ შეურაცხყოს თქვენგან განსხვავებული ადამიანი; დაითმინოს, შეიწყნაროს და შეიყვაროს იგი. მოიძულეთ უსჯულოება, მაგრამ შეიყვარეთ განსხვავებული და მაშინ იქნებით ჭეშმარიტი ადამიანები" - წერს დიაკონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42