„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ უკანონო დაჯგუფებების შექმნის ინიციატორმა ლევან ვასაძემ დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ბიზნესმენმა, მხარდამჭერებს „კომბლების დროებით ჭერში აწყობისკენ „მოუწოდა, ხოლო თუ „თბილისი პრაიდი“ მაინც ჩატარდება ვასაძე პოლიციის კორდონის გარღვევით იმუქრება. ბიზნესმენი უკონტროლო სიტუაციის დაწყებას აანონსებს, რის გამოც ის სამართალდამცავებს ბოლო შანსს აძლევს.
"ჩემს ძმებს, ქართველ კაცებს ვეუბნები მოდი წავიდეთ ამ ხიფათზე, ვენდოთ, ეს გაუგონარი საქმეა ჩვენს სახელმწიფოს, მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, იმიტომ რომ დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან მაგრამ, თუ თქვენ ამის შედეგად შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ და შეგვდგებით ჩვენ, არ გვეშინია მეცინება ზოგჯერ, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება. თუ თქვენ ამას იზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, იმიტომ რომ ვერც მე და ვერავინ ვერ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მე არ ვიცი ხალხი კანცელარიას მოადგება, პარლამენტს თუ ბიძინას შუშის სასახლეს, მე მაგისგან ვიხსნი ყველაფერ პასუხისმგებლობას, ამიტომ არის ეს თქვენი სულ ბოლო შანსი. მე არ ვიცი რატომ აგვიკრძალეთ, ნუ თქვენ ვინ გეკითხებათ, კი არ აგვიკრძალეთ ასისთავებად თუ რატომ მოგვეცით ეს რეკომენდაცია და კიბატონო მოვალთ იქ, იმდენი ხალხი გვყავს, რომ არც ვიცით რა ვუყოთ, ერთი ღილაკის დაჭერით მოვალთ იქ, რამდენიმე ათასი მოტივირებული მამაკაცი წესრიგის დასაცავად, იქვე დავლაგდებით დავიყოფით ჯგუფებად და ისე გაგირღვევთ, კორდონებს როგორც დაგიბარებია“ - აღნიშნა ვასაძემ მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






