"კონცეპტუალურად რომ შევხედოთ, რაღაც დონეზე საქართველოს სრული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან შემდგარია"- ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ
პოლიტიკა - 11:32, 19 Jun, 2019     1324
სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში ექსპერტების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათი შეფასებით, ბოლოდროინდელი ტენდენცია ქვეყნის ინტერესებს დარტყმას აყენებს.


„სულ რამდენიმე კვირის წინ გაიმართა "რაშა თუდეის" და "სპუტნიკის" კონფერენცია საქართველოში, რომლებიც საკუთარ თავთან ბრძოლას ასწავლიდნენ ხალხს. რამდენიმე დღეა, დუგინის ძმაკაცი დარბის აქ და ახალ მხედრიონს აკეთებს, კონცეპტუალურად რომ შევხედოთ, რაღაც დონეზე საქართველოს სრული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან შემდგარია,“ - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს სახელმწიფოებრივად დამაზიანებელს უწოდებს ექსპერტი ბათუ ქუთელიაც.

ქუთელიას განცხადებით, რუს პოლიტიკოსებს საქართველოში თავისუფალი სიტყვის ეგიდით ასპარეზი არ უნდა მიეცეს, რადგან ეს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ღირებულებას დააზიანებს.

"მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კი არა, ეს ადამიანები ებრძვიან ზოგადად თავისუფალ სამყაროს წინააღმდე. იმიტომ რომ ეს ადამიანები, იმ ფრონტებზე, რომელიც რუსეთმა გაუხსნა თავისუფალ, დემოკრატიულ სამყაროს ძალიან აქტიურად იბრძვიან თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ და რუსული აგრესიული რევიზიონიზმის ხელშესაწყობად.

ასეთი ადამიანების მიღება და მათთვის თავისუფალი სიტყვის მიცემის ეგიდით ფართო ასპარეზის მიცემა აზიანებს ჩვენს სუვერენიტეტს და აზიანებს იმ ეროვნული კონსენსუსის აშენების პროცესს, როდესაც რუსეთი იქნება განსაზღვრული ,როგორც მთავარი მტერი ჩვენი სახლემწიფოებრიობისა და ასევე აზიანებს დასავლურ ვექტორზე მხარდაჭერის ეროვნულ კონსენსუსს,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.

დღეს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელშიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრები იღებენ მდგომარეობას.

ოპოზიციის ინფორმაციით, დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42