კომბლებით მუქარა პოლიციელების მიმართ - ადვოკატთა ასოციაცია ვასაძის ლეგიონერი იურისტის განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 21:21, 18 Jun, 2019     1023
ლევან ვასაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ადვოკატ დავით ცინცქილაძის მიერ სამართალდამცავების მისამართით გამოთქმულ მუქარას, რომლის თანახმადაც იურისტი ამბობს, რომ პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ წესრიგის დაცვას ვერ მოახერხებენ, ადვოკატთა ასოციაცხია საგანგებო განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა სსკ 223-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით:

ადვოკატის საქმიანობა ეფუძნება კანონიერების, სამართლის უზენაესობისა და კლიენტის უფლებების დაცვის პრინციპებს. ამასთან, ადვოკატს, როგორც საჯარო ფუნქციის მატარებელ სუბიექტს, გააჩნია განსაკუთრებული როლი მართლმსაჯულების სწორად და სამართლიანად განხორციელების პროცესში.

აღნიშნული პრინციპების განუხრელი დაცვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებში, რომელმაც, შესაძლოა, საზოგადოებაში დაძაბულობისა და დაპირისპირების საფრთე შექმნას.

მართალია, კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოდგენისას ადვოკატი სარგებლობს სტრატეგიის შერჩევისა და დაცვითი სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით, მაგრამ თითოეულმა ადვოკატმა თავისი ფუნქციების განხორციელებისას თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებებისაგან, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებს, დააზიანოს იურიდიული პროფესიის რეპუტაცია და გამოიწვიოს ადვოკატის კლიენტთან გაიგივება.

მოვუწოდებთ ასოციაციის წევრებს, კონკრეტულ საქმეებზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, დაიცვან ზემოაღნიშნული პრინციპები და არ გასცდნენ ადვოკატის როლს"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42