ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს ისევ ემუქრება.
მისი თქმით, აღნიშნულია ორგანიზაცია „30 ვერცხლის გამო მაინც ცდილობს, რომ ქვეყანაში მოახდინოს ესკალაცია და დაპირისპირება.”
ჩაჩუას განცხადებით, „თბილისი პრაიდს” ე.წ. ღირსების მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.
„გამოწვევაა მათი მხრიდან ეს და ამ გამოწვევას ვიღებთ. ვერანაირ ღონისძიებას პრაიდის ფარგლებში მშვიდად ვერ ჩაატარებენ და ამას ვპირდებით.
გუშინ შსს-ში მკითხეს კომბლებზე, სად არის საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?! არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ, არ დაგვჭირდება გარღვევა. საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ, პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების, ამიტომ ქათმების პრაიდთანდაპირისპირებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
"თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - ორგნიზატორებმა ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გავარცელეს.
მასალის გამოყენების პირობები






