დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას ადასტურებს.
დავით სერგეენოს თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შემცვლელის წარდგენას თავადაც დაესწრება.
"რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონსულტაციები პრემიერთან. ჩვენ მსჯელობდით, როგორი იქნებოდა ოპტიმალური გადაწყევტილება იმისათვის, რომ რეფორმები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად განხორციელებულიყო. ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამს ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ" - აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.
"მე დავრჩები გუნდში, რადგან ეს გუნდი ჩემთვის არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ვიმუშაო ამ გუნდთან ერთად" - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






