„დღეს ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი მოკავშირე არის მაჟორიტარული სისტემა, ის მიკროფეოდალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს სურს იმისთვის, რომ გამოიყენოს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ხელისუფლების უზურპაციისთვის. ჩვენ ყველა ბერკეტს ყველა ხერხს გამოვიყენებთ და დღევანდელი დღეს ამის შემადგენელი ნაწილია, რომ დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და როგორ აპირებს ხელისუფლების შენარჩუნებას. ბიძინა ივანიშვილში რა თქმა უნდა ხელისუფლებიდან წასვლის პოლიტიკური ნება არ არსებობს, მას სხვა არჩევანი არ აქვს, საზოგადოების განწყობა არის ასეთი, რომ ბიძინა ივანიშილი უნდა წავიდეს. თუ ივანიშვილი არ წავა და გამოიყენებს ძალას, მე ვიცი ქართველი ხალხის ნება როგორია ამ დროს, ის აუცილებლად დაამხობს ამ ოლიგარქიას. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს, ზოგადად ქვეყანას - არჩევნების, დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შანს და ეს არის პროპორციული სისტემა. სწორედ ამის საქმის კურსში ჩავაყენებთ ჩვენ დღეს დიპლომატიურ კორპუსს. მინდა გითხრათ რომ არა მარტო პოლიტიკურ სპექტრშია კონსესუსი, არამედ საზოგადოების მხარდაჭერის გარდა არის საერთაშორისო მხარდაჭერა. დღეს ჩვენ დიპლომატებს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არის წითელი ხაზი და თუ გვსურს დემოკრატიულად განვითარება მათ თავისი ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა ბიძინა ივანიშვილი წავიდეს დათომობაზე, არ წავა ივანიშვილი დათმობაზე? მაშინ ის აუცილებლად მიიღებს ქუჩას და მაინც მოუწევს წასვლა ხელისუფლებიდან და ჯობია ეს ყველაფერი გაკეთდეს დემოკრატიული გზით.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






