შეხვედრა შსს-ში, ორგანიზაციების წევრებსა და სახალხო დამცველთან ერთად რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით ორგანიზაციებში. შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებსა და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის, მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს, ეს არის ფაქტი და რეალურად ის, რომ ისინი შეიკრიბონ, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი, არ ცვლის ვითარებას, ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას" - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






