"უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს" -ზურაბიშვილმა საოკუპაცო ხაზთან თიჯრობის დღესასწაული აღნიშნა
პოლიტიკა - 17:29, 17 Jun, 2019     739
საქართველოს პრეზიდენტი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა და თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:


,,ამოვედი სოფელ გრემისხევში. სულთმოფენობის მეორე დღეს აქ თიჯრობის დღესასწაულია, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველებსა და ოსებს, ქრისტიანებს. აქ ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, მაგრამ დღეს, ზევით ხატში, საოკუპაციო ხაზის გამო ვერ ადის სოფლის მოსახლეობა...

საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! არავის აქვს უფლება დაარღვიოს ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრების ძველებური ტრადიცია. ამიტომ ამოვედი აქ და მგონია, რომ მისახედია ეს ადგილი. მისახედია იმით, რომ უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს, რომ ეს ხაზი ხელოვნურია.

12 კილომეტრი აკლია ამ გზას... უნდა არსებობდეს აქ ამოსასვლელი გზა და ეს სოფელი არ უნდა იყოს გარიყული.

ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.

გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42