"ფაშისტური ძალების გააქტიურება რუსული გეგმის ნაწილია, ლევან ვასაძე კი კრემლის ინსტრუქციებს ასრულებს"- ხატია დეკანოიძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
პოლიტიკა - 16:53, 17 Jun, 2019     1584
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება რუსული გეგმის ნაწილია, ლევან ვასაძე კი კრემლის ინსტრუქციებს ასრულებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს, "დუგინის მეგობრის, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე" რეაგირება დიდი ხნის წინ უნდა მოეხდინათ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება ხშირად ახალისებს მოძალადე ელემენტებს და იყენებს მათ პოლიტიკური მიზნებისთვის.
"ლევან ვასაძე არის დუგინის, კრემლის იდეოლოგი. ეს ადამიანი არასდროს აღიარებდა საქართველოს სახელმეწიფოებრიობას. ეს კაცი, რუსეთის კაკებეს აგენტია საქართველოში.

ფაშისტური ჯგუფების გააქტიურება, როლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაინტერესების საგანი სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურების მხრიდან, რომელიც სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. ლევან ვასაძე ხომ არასდროს მალავდა, რომ ის ევრეაზიული კავშირის აღდგენას ემხრობოდა. ხშირად აფიქსირებდა ანტიდასავლურ განწყობებს, რაც პუტინის ერთ-ერთი დასაყრდენია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ის რომ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები არ დაინტერესდნენ ამ ადამიანისა და მსგავსი მოძალადე ჯგუფების რეალური ინტერესებით, ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე რომ საქართველოს ხელისუფლების მოტივაციაც არის ის რომ გააძლიეროს მსგავსი ფაშისტური, რადიკალური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოდიან.

საქართველოში ხელისუფლების ჩარევით ხდებოდა და ხდება ამ ჯგუფების გააქტიურება. ამიტრომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთადერთი პასუხი, რომ გამოიკვლიოს და აღკვეთოს მტრების ქვეყანაში მოღვაწეობა, არ არსრულებს მათ უპირველეს მოვალეობას"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა დაიწყო. სახალხო რაზმში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია, ვერის ბაღში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რადიკალური ჯგუფები არ მალავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი“ არ ჩატარდეს. მათი მთავარი მიზანია, ბრძოლა გამოუცხადონ ყველას, ვინც იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ან წარმოადგენს ლგბტ თემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42