"გუშინ ჩავეწერე სიაში, არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები"- კვიციანი ვასაძის უკანონო „ლეგიონში“ ჩაეწერა
პოლიტიკა - 16:58, 17 Jun, 2019     1257
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ლევან ვასაძის უკანონო ფორმირების წევრი გახდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კვიციანი ვასაძეს იდეასაც აწოდებს, რომ დაჯგუფების წევრებისთვის აუცილებილია ფიცის დადება

„დიდება ღმერთს!!! მეგობრებო,გამარჯობათ!

გუშინდელმა კაცების აქციამ იმედის ნაპერწკალი კიდევ გაუჩინა ჩვენს ხალხს. ლევან ვასაძემ ,რომელსაც სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლოს,იმედი გაგვიჩინა ქართველებს,თავის გამოსვლაში საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი და საქმიანად დაასრულა.სათქმელს ბევრი ამბობს ლამაზად და ბოლოს ყველა მიდის სახლში პარ ამოშვებული,ბ-ნმა ლევანმა კი შედეგი უჩვენა,თავის თავზე აიღო პასუხისგებლობა ისეთი,რომელიც ჯერ თბილისში არავის არ აუღია. ამას ველოდით დიდი ხანია ქართველები და ბოლოსდა ბოლოს მივიღეთ უფლისგან კურთხევა. დიდება ღმერთს!!! ერთი უკმარისობა კი დამრჩა და ეს არის ფიცი!ფიცი თუ არ დაიდო,ამ გაერთიანებას დიდი დღე არ უწერია!ფიცი უნდა დავდოთ ყველამ და დადოს ბ-ნმა ლევანმა,როგორც მე დავდევი 1992 წლის 3 აგვისტოს და,როგორც მონადირის ყველა წევრმა შემომფიცა ერთგულება!ბოლომდე ერთმანეთის და სამშობლოს დაცვა!აი მერე ვერაფერი დაანგრევს ქართველთა ერთობას. საქართველო გადარჩება. სიმართლე გითხრათ სუსი ვიგრძენი,ვიგრძენი უცხო ქვეყნებში მოღვაწე მოღალატე ქართველთა ჩართულბა ,მაგრამ თვითონ ლევან ვასაძის იმედი მომეცა,რადგან გუშინ ის ძაან გულწრფელი მომეჩვენა. გულწრფელი ადამიანი ამდენ გულანთებულ ადამიანთან ერთად,ფიცით თუ შეიკრა და უფლის სახელით ვიმოქმედეთ!ქართველებო გადაჩებით!ვიცი და გამოცდილი მაქვს,რომ სუსის მიერ შემოგზავნილი ჯაშუშები ფიცს აღუდგებიან წინ,მაგრამ ყველაფერი არის ლევან ვასაძეზე დამოკიდებული,თუ რამდენად თავისუფალია,თავისუფალია გარე ძალებისაგან, ესეიგი სუსისგანაც,რადგან სუსი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება,თუმცა მაქვს იმედი,რაღაც პროცენტი სუსის თანამშრომლებისა ეროვნულია!მე გუშინ ჩავეწერე სიაში,არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები,მაგრამ ვიცი,რომ ეს მე გულწრფელად მინდა!არგვეშინია 223 მუხლის,რომელიც ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი!უფლის სახელით "ერთი ყველათვის,ყველა ერთისთვის"! დიდება ღმერთს!!!”- დაწერა ემზარ კვიციანმა.

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-მ აღნიშნულ ფორმირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ემზარ კვიციანმა მორიგი ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„გაითვალისწინოს ყველა ოკუპანტმა,რომ ქართველს არ ეშინია დაჭერის, რადგან ციხეში უფრო ღირსებით დაიძინებს, ვიდრე ლაქია კაცუნა ხელისუფლების სასთუმალზე!!!“- დაწერა კვიციანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42