"რუსეთს აქვს ისტორია, ისეთი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების წამოჭრისა, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესს ხლეჩს. რუსეთი ლგბტ ადამიანთა უფლებების მსგავს საკითხებს იმისთვის იყენებს, რომ ქართული საზოგადოება დაყოს. ეს ჰიბრიდული ომის ტექნიკის გამოყენების კიდევ ერთი გზაა. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ ტაქტიკას არ წამოეგება და მიხვდება, რომ ამ პრობლემების მთავარი შემოქმედი დიდი ალბათობით სწორედ რუსეთია."- განაცხადა ლუკ კოფიმ.
შეგახსენებთ, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება. დედაქალაქში პატრულირებას ლეგიონი 18 ივნისიდან აპირებს. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან პოლიციასაც თუ სამართალდამცავები მათ პატრულიტრების საშუალებას არ მისცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს..
მასალის გამოყენების პირობები






