„ახლა მოვუსმინე ლევან ვასაძის გამოსვლას და გაოგნებული ვარ რამდენიმე გარემოების გამო: ერთი, რომ ამ შეკრებას, სამარცხვინოდ, სასულიერო პირები ესწრებოდნენ და მასთან ერთად ხითხიდებდნენ და ტაშს უკრავდნენ ყველა მის აგრესიულ და სიძულვილის ენით მოწოდებულ იდეებს; კიდევ უფრო სამწუხარო, რომ ამ ადამიანის იდეებთან ასე ახლო დგას საქართველოს ეკლესიის ცენტრალური მმართველობა და რიგი ეპისკოპოსები; მეორე იმით ვარ შეშფოთებული, როგორც მოქალაქე ამ ბედკრული საქართველოსი, რომ ადამიანი ასე საჯაროდ აგრეულობას, დესტრუქციულ ქმედებებს, დაუმორჩილებლობას კანონისა და პოლიციის მიმართ აცხადებდეს, ქმნიდეს რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებებს სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ, რითად საფრთხის ქვეშ აყანებდეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, და ეს ადამიანი, ან უფრო არაადამიანი, კიდევ გარეთ იყოს და არ იყოს მიცემული სამართლებლივ პასუხისმგებლობას... ქვეყანაა თუ ბეღელი?!
P.S. არც მეორე, დაპირისპირებული მხარე მგონია ანგელოზი. ორივე მხარის მამონა კი ფული მგონია. ხოლო როგორც ერთი ფსიქოლოგი იტყოდა, „თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას“- წერს დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.
შეგახსენებთ, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება. დედაქალაქში პატრულირებას ლეგიონი 18 ივნისიდან აპირებს. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან პოლიციასაც თუ სამართალდამცავები მათ პატრულიტრების საშუალებას არ მისცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






