"ოცნება საქართველოში რუსულ სკინჰედურ ორგანიზაციებს აძლიერებს"- ხელისუფლებას მტერთან მიზანმიმართულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 14:43, 17 Jun, 2019     913
,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ, ვერის ბაღში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება'' თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები.

,,ქართული ოცნება'' წლების განმავლობაში ანგრევს ინსტიტუციებს და ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას. ხელისუფლების მიერ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ხელის უწყობს რუსული პოლიტიკის გატარებას. ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ საქართველოში მოქმედმა რუსულმა სუბიექტებმა უკვე დაანონსეს შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. მათი მიზანია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აღქმა წაიშალოს და მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს. ჩვენ ასევე ვნახეთ ძალიან საშიში განცხადებები ტელევიზიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველაფერი კი მართულია ქვეყნის გარედან რუსეთის მიერ და ხელშეწყობილია ,,ქართული ოცნების'' მხრიდან. უკანონო ფორმირებები და ქაოსი საქართველოში აწყობს რუსეთს და ამისთვის ინსტიტუციების მოშლით, კონსტიტუციის უზენაესობის უარყოფით ხელისუფლება ხელშემწყობ გარემოს ქმნის.

დღეს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტერთან თანამშრომლობის ტოლფასია. წარმოუდგენელია ვინმემ, ან რამემ შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ. ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომლის გატეხვასაც რუსეთი ცდილობს", - აცხადებს სამუშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42