კაპანაძის თქმით, საზოგადოებამ გუშინ, იხილა ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვასაძის და მისი ჯგუფის მიერ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესების უკან, რუსეთი დგას და ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად, კრემლის მითითებებს ასრულებს.
"ეს არის ძალადობის ქადაგება და არ უდნა დარჩეს დაუსჯელი. ჯამში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ დაესაჯათ ეს ადამიანები. აქამდე მოგვიყვანა, ამ ბრჭყალებში შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ.
უდავოა, რომ ამას გააჩნია უფრო ფართო და შორს მიმავალი დღის წესრიგი და ისიც უდავოა რომ ამ ყველაფერის უკან დგას ჩვენი მტერი რუსეთი.
ახლაც საქართველოში გააქტიურდა მორიგი პროექტის ლევან ვასაძის სახით. ეს ყველაფერი თუ კიდევ უფრო შორს წავა და ძალადობა იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






