"პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული და მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი"- ბახტაძე ბოლო დღეების მოვლენებზე
პოლიტიკა - 14:44, 17 Jun, 2019     762
მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


ბახტაძემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა:

"მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა." - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, მისი როგორც რიგითი მოქალაქის შთაბეჭდილებაა, რომ პროცესები ხელოვნურად არის მართული და ქართულ საზოგადოებაზე თავსმოხვეული, იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. როგორც ბახტაძემ აღნიშნა ქვეყანას აქვს ვალდებულება რომ დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება:

„მოგეხსენებათ, რომ შსს-მ შესაბამისი მუხლით დაიწყო ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა, გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები. მსურს, გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ის გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება-ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე“- განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42