„დუგინთან იდეოლოგიურ კავშირში მყოფები წინააღმდეგობაში არიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან“- მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
პოლიტიკა - 13:49, 17 Jun, 2019     1017
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება:


„ის ადამიანები, მათ შორის საეკლესიო იერარქები რომლებიც პირდაპირ ან იდეოლოგიურ კავშირში არიან დუგინთან და იზიარებენ მის მსოფლმხედველობასა და ღირებულებების სისტემას, წინააღმდეგობაში არიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან.

შემთხვევითი არ არის, რომ "დუგინისტები" სამი წლის წინ ხმალამოღებულნი ილაშქრებდნენ კრეტის წმინდა და დიდი კრების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება დისკრიმინაციის წინააღმდეგ, დოკუმენტში "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", რომლის მე-5 თავიც მთლიანად ეძღვნება დისკრიმინაციის თემას:

«ე. მართლმადიდებელი ეკლესია დისკრიმანაციის წინააღმდეგ

1. უფალი, როგორც სიმართლის მეუფე (ებრაელთა 7,2-3), უარყოფს ძალადობასა და უსამართლობას (ფსალმუნი 10,5) და გმობს სხვის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (მარკ. 25, 41-46, იაკ. 2,15-16). მის სამეფოში, რომელიც აისახება და მყოფობს

მიწიერ ეკლესიაში, არ არის ადგილი არც სიძულვილისა, არც მტრობისა და არც შეუწყნარებლობისა (ისაია 11,6. რომ. 12,10).

2. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია ნათელი პოზიცია. ეკლესიას სწამს, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ;“ (საქმ. 17,26) და რომ ქრისტეში „აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.“ (გალ. 3,28). კითხვაზე „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ ქრისტემ უპასუხა კეთილი სამარიტელის იგავით (ლუკა 10,25-37). ამგვარად იგი ასწავლიდა ყოველგვარი მტრობისა და სტერეოტიპების ბარიერთა რღვევას. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ენისა, შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და სარგებლობს თანაბარი უფლებებით საზოგადოებაში. ამ რწმენით მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს დისკრიმინაციას ყველა ზემოხსენებული მიზეზით, რადგან იგი გულისხმობს ადამიანთა შორის ღირსების მიხედვით განსხვავებას.

3. ეკლესია ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შეგნებით, აფასებს ამ პრინციპების განხორცილებას საიდუმლოებების შესახებ მისი სწავლების , ოჯახის, ეკლესიაში ორივე სქესის წარმომადგენელთა როლისა და მთლიანობაში, საეკლესიო ტრადიციაზე დაფუძნებულ ღირებულებების შუქზე. ეკლესიას აქვს უფლება მოწმობდეს თავისი სწავლების შესახებ საზოგადოებაში»“- წერს მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება. დედაქალაქში პატრულირებას ლეგიონი 18 ივნისიდან აპირებს. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან პოლიციასაც თუ სამართალდამცავები მათ პატრულიტრების საშუალებას არ მისცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42