პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, "ოცნების" ყოფილი წევრი ლევან კობერიძე შიდა დაპირისპირებაზე მიანიშნებს.
"ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები"- უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტებს.
კობერიძე დარწმუნებულია, რომ პრემიერი ბახტაძე საკადრო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა.
„ერთი რამ მგონია, რომ სერგეენკოს ან სხვა ნებისმიერი პირის მაღალი რეიტინგი ვიღაცეებისთვის არ იქნებოდა მოსაწონი. ყოველ შემთხვევაში, მმართველ გუნდში ვერ ვხედავ დალაგებულ პოზიციას, რომ ერთმანეთის რეიტინგები მოსწონდეთ", - განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით,თუ სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჩაანაცვლა, მზად არის მკვეთრი განცხადებებიც გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ (NDI) და CRRC-საქართველომ მორიგი პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე იყვნენ. მათ 40-40% ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






