„დღეს, როცა ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, დიდი სიმტკიცე და წინდახედულობა მართებთ სახელმწიფო ძალაუფლების მტვირთველთ. სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი. ეს უნდა ესმოდეს ყველას!“- წერს მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება. დედაქალაქში პატრულირებას ლეგიონი 18 ივნისიდან აპირებს. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან პოლიციასაც თუ სამართალდამცავები მათ პატრულიტრების საშუალებას არ მისცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






