გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაზე უპირველესად სახელმწიფოს ეკისრება:
„მტერს ეხლა საქართველოში ესაჭიროება ,,ეროვნული ლიდერი’’, რომელიც მორალური უპირატესობის პოზიციებიდან,, ხალხის ნების’’ აღმსრულებელი იქნება ეწ სუვერენული დემოკრატიის ფარგლებში. მოხდება ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო მისტიფიცირება და პოლიტიზირება. ნებისმიერი განსხვავებული აზრი გახდება უცხო, მტრული ,,ქართული სულისა “ და ,,იდენტობისთვის’’. რაც მათი დემაგოგიის არსებითი ნაწილია.
ამ ვირუსის გავრცელებისთვის მათ ესაჭიროებათ ტოქსიკური, სიძულვილზე და შიშზე დაფუძნებული კლიმატი რაც უზრუნველყოფს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბნეულობასა და ლოიალობას.
ცხადია ვასაძის გუშინდელი განცხადებები ვერ აღსრულდება კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის გარეშე, რადგან ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ სახელმწიფოს ფუნქციაა.
შესაბამისად შექმნილი ვითარებაზე უპირველესად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას თუმცა ჩვენც უნდა ვიუყოთ აქტიურები საქართველოსთვის და თავისუფლებისთვის, რადგან კვლავ მაღალია ალბათობა რომ სხვადასხვა სფეროებში ჩანერგილი მავნებლების ალიანსმა კიდევ ერთხელ არ გაანადგუროს იგი.“- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






