"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესძლო გათავისუფლებას აფასებს და ამბობს, რომ "მინისტრების ცვლილება ჯანდაცის სფეროში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს და პრობლემებს „ქართული ოცნების" პირობებში ვერაფერს უშველის".
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში თანხების არასწორი ხარჯვის ავტორი არის „ქართული ოცნება".
„აქ, მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რომელიც საბოლოოდ აკლდება ათიათასობით პაციენტს. ამის გამოა, რომ მედიკამენტების პროგრამა უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იმისთვის, რომ გაძვირებულ მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. წარმოუდგენელი მგონია,რომ სერგეენკოს ან სავარაუდოდ, მისი შემცველის პირობებში რაიმე შეიცვალოს, ვიდრე არ იქნება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






