რას ფიქრობენ გენგეგმის ავტორები ორანჟერეის პროექტზე?
პოლიტიკა - 12:18, 17 Jun, 2019     517

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი ორგანიზაციის, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი მამუკა სალუქვაძე დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის ზონალური სტატუსი მსგავსი ობიექტის აშენებას არ ეწინააღმდეგება.

მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ადგილას დღესდღეობით მდებარე ავტოსალონი რეკრეაციულ-დასავენებელი სივრცით ჩანაცვლდება და ტყე-პარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

"ეს ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, საზოგადოებივ-საქმიანი სივრცეა. გენგეგმის მიხედვით, ტყე-პარკის დანარჩენი ნაწილი, პრაქტიკულად, მთლიანად ლანდშაფტურ-რეკრეაიცულ ტერიტორიად იქცა. დღევანდელი ავტოსალონი ტყე-პარკის ფუნქციასთან და შინაარსთან სრულიად შეუთავსებელია. თუ ის სახესა და ფუნქციას შეიცვლის და საზოგადოებრივ ინტერესებს უფრო მეტად დააკმაყოფილებს, ეს მისასალმებელია.
პროექტი არ მინახავს და გამიჭირდება თქმა, ზუსტად რა ფუნქციებითაა ის დატვირთული, მაგრამ როგორც ვიცი, საუბარი საგამოფენო სივრცეებზე და ბევრ ახალ მცენარეზეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიღმის ტყე-პარკი ნაკრძალი არ არის. აქ ადამიანები ვარჯიშობენ, მთელ დღეს ატარებენ, ბავშვებს ასეირნებენ... ასე რომ, პროექტის შესაბამისი ფუნქციით განხორციელებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს იმას, რომ დიღმის ტყე პარკმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს." - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

გარდა ამისა, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, დიღმის ტყე-პარკი სავალალო მდგომარეობაშია და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პროექტი არსებულ ვითარებას გამოასწორებს.

"თუ მოხდება ისე, რომ მცენარეების ხელყოფა შეწყდეს, მათი დაცვისა და მოვლა-პატრონობის მექანიზმები გაჩნდეს, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდეს და ადამიანებს კომფორტულად დასვენების საშუალება მიეცეთ, ეს ტერიტორია სწორედ ამისთვისაა." - განმარტავს სალუქვაძე.

ახალი ობიექტის ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძეც და აცხადებს, რომ ობიექტი, ისევე, როგორც ტყე-პარკი, აუცილებლად რეკრეაციული დატვირთვის მატარებელი უნდა იყოს.

რაც შეეხება თავად ორანჟერეის პროექტის ავტორს, მამუკა ჩხაიძეს, გენგენმის ავტორები მას კვალიფიციურ სპეციალისტად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.

მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.

მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42