დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო
პოლიტიკა - 10:28, 17 Jun, 2019     826

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება.

„ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, გამზირების მორეცხვა წინასწარ გაწერილ საათებში მოხდება. სეზონური მორეცხვის სამუშაოები თამარაშვილის ქუჩიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად მივყვებით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

გზის მორეცხვის სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე შესრულდება: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაქტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; თავისუფლების მოედანი; კოტე აფხაზის ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან წამებულის გამზირი; ვარკეთილის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი;თევდორე მღვდლის ქუჩა; აბასთუმნის ქუჩა; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; ირაკლი აბაშიძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; შალვა ნუცუბიძის ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა და პანდუსები; მარშალ გელოვანის გამზირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42