ვერის ბაღში აქციას მართავს ლევან ვასაძე. ის თავის მხარდამჭერებს ერის სულირ აღორძინებაზე ესაუბრება. ვასაძე მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში ლგბპ პირების აქციას და ამბობს, რომ ისინი მიიღებენ პასუხს, რადგან ვასაძე მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლი არა უმცირესობები, არამედ ის და მისი თანამოაზრეები არიან.
„ჩვენი ქალები საკუთარ საშოში დანით კლავენ ბავშვებს
ყოველი მესამე მამაკაცი გახდა ნარკომანი
ყოველი მესამე ზრდასრული მამაკაცი სააკშვილის დროს მოხვდა ციხეში
ახლა ჩვენ გვთავაზობენ ამ ტენდენციის დაგვირგვინებას, ის რისი ჩატარებას უნდათ აქ არის გვირგინი, ბოლო ლურსმანი ეროვნული სულის კუბოში.
მნიშვნელოვანია მათთვის რომ ჩვენ გავტყდეთ, რადგანს ადაც ქრისტეს ჯვარი აღიმართა, მათ ეს შეძლეს. ძალინ სჭირდებათ რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს. მათ იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებინებრივი აქტი ერის ნამუსის ახდისა, რომ ეს არის რიბუკონო რომლის იქითაც ზნეობრივ ადამიანს ეუფლება უკიდეგანო დაღონების განცდა, რომ მან ვერ შეძლო... აი, ეს არ მოხდება საქართველოში
ჩვენ არცერთ ცოდვლის არ ვერჩით, მაგრამ იმ პირობით რომ ადამიანი ირცხვენს ცოდვას ებრძვის მას და ცდილობს მოერიოს.
არავითარი კავშირი თავისუფლებასა და ამ ჯოჯოხეთს შორის არ არსებობს. ჩვენ კი არ ვართ მძალადეები, ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლი და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც არ ელოდებოდნენ.
ჩვენ არ გვინდა დასავლეთთან დაპირიპირება. მე მიყვარს ამერიკელი ხალხი, მე მიყვარს დასავლეთ ევრპპა, მაგრამ ისეთი, რომელიც არ მოდის და არ მაძალებს იმას, რაც ჩვენთვის არაა მისაღები. ამ მცირე მოთხოვნისათვის მე და ჩემნაირევს გვაბრალებენ რომ ჩვენ ვართ თურმე კრემლის აგენტები. ამაზე მეტი ცინიზმი არ მინახავს. მინდა საიდუმლო გაგანდოთ - მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში.“ - აცხადებს ვასაძე.
რაც შეეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, მე ერთ საშინელ რამეს ვიტყვი, მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც იმ პირობით რომ ისინი აფხაზეთსა და ცხინვალს დაგვიბრუნებენ და არა იმისთვის, რომ ჩვენ იქ ჩავიდეთ და დავჩაგროთ აფხაზეთბი და ოსები, არამედ გულში რომ ჩვუხუტოთ.“ - აცხადებს ვასაძე თავის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






