თბილისში, მთვრობის კანცელარიასთან 14 ივნისს ლგბტ პირების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია აცხადებდა, რომ ქვეყანაში ძალოვანი უწყების მიერ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ძალადობრივი მოწოდებები მოჰყვა. კონკრეტული პირები მის მიმართ მუქარის პოსტებს ავრცელებენ.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„პირველი ვინც ამ დღეებში უნდა დაიბრიდოს არა...მოტყნული არსებაა.ნადირობის სეზონს გახსნილად ვაცხადებ“ - წერს ვინმე სოციალური ქსელის მომხმარებელი Zaur Fiodorovich
„ორი სამი ამნაირი რომ დაიბრიდოს, დანარჩენები მიაყენებენ ერთ ადგილს“ - ამავე პოსტზე კომენტარის სახით წერს სოცქსელის მომხმარებელი Archil Abulidze.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ მოწოდებებს გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური:
„აი ეს არის შედეგი იმის, რომ ძალადობისკენ მოწოდებების ავტორებს არ სჯი რადგან იზიარებ მის შეხედულებებს ან გეშინია რუსეთი არ გავაღიზიანოთ ან კიდევ რაღაცას ფიქრობ ! სხვა ლოგიკა არ აქვს ამ ყველაფერს! ეს მხდალი და მშიშარა კაცები კი ტყუილად ფიქრობენ, რომ ნინოს შეეშინდება“ - წერს ეკა გიგაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე



მასალის გამოყენების პირობები






