"რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადეთ კონტრაქციის მონაწილეებს". კითხვაზე... წახალისება ცოტა ისეთი ნათქვამია. არავითარ აგრესიას არ გამოვხატავთ, მაგრამ თბილისი პრაიდს არ ჩავატარებინებთ. თუ არადა, ვნახავთ. კვირას ალბათ ბევრ ქუჩას გადავკეტავთ და ხალხის ძალას ნახავს ყველა. არ შეიძლება, შანტაჟში ჰყავდეთ მთავრობა, ხელისუფლება, სახლში არავინ არ უვარდება მაგათ და როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, მაგრამ რაღაცას არ დავუშვებთ რა. ერთი რამე იცოდეს ყველამ - არავის არ ჩავატარებინებთ მაგას. რა შუაშია კონსტიტუცია, ვარღვევ რამეს? შეიკრიბონ იმაში რა, ინდოჩინეთში" - თქვა მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში.
კითხვაზე, სმენია თუ არა ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის შესახებ, მეუფე იაკობი პასუხობს - "არ გინდათ მაგ პათეტიკა რა, არ დავუშვებთ იცოდეთ, რაც არ უნდა ილაპარაკონ, არ დავუშვებთ. სამარცხვინოდ მოიქცა სამადაშვილი, ასევე ელენე ხოშტარია ძალიან სამარცხვუნოდ მოიქცა და ასევე თამარ კორძაია, მიხედონ თავიანთ ოჯახებს რა. არავინ მაგათ არ სდევნის, არსად. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, ხოდა არავის არაფერი არ უთქვამს".
"ნახავთ რა, რასაც გავაკეთებ ნახავს ერი, მე არა ვარ ხელწამოსაკრავი ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ. მივიღებ გადაწყვეტილებას და გავაკეთებ რაც გასაკეთებელია საქართველოსა და ქართველობისთვის".
მასალის გამოყენების პირობები






