ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ რუსული კვალისკენ - მესამე სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე
პოლიტიკა - 15:42, 15 Jun, 2019     824
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენებს აფასებენ.


მათი თქმით, კონტრაქციის მონაწილეები მართულები იყვნენ და ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის კვალი რუსეთამდე მიდის.

სულხან სალაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თუ ვის მხარეს დგას - იცავს შეკრების თავისუფლებას თუ კონკრეტულ ჯგუფებს უჭერს მხარს.

„გუშინ ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი, რომელიც აქ ადგილზე მზადდება, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, საქართველოს პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, რაც დამაფიქრებელია და სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ, გარკვეულწილად, მაინც ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ ჩვენ რუსული კვალისკენ და კიდევ ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, ხელისულფებამ ნათლად და მკაფიოდ უნდა უთხრას საზოგადოებას, სად დგას ის - ის დგას შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლების მხარეს, ის დგას, ყველა ადამიანის თანასწორობის მხარეს თუ ის ირჩევს იმ მდგომარეობას, როდესაც გარკვეული კონიუნქტურის თუ რეალობის გათვალისწინებით, მისი მიზანია კონკრეტული ჯგუფების მხარდაჭერა,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა ხელსიუფლებას მიმართავს:

„გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს და პრევენცია მოახდინოს ძალადობის, ამის გარდა, სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ძალადობისკენ მოწოდებისკენ და ორგანიზებით ასეთი აქციების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, საინტერესოა, ამ პროცესში რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ სპექტრს იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი მომენტების დროს, როგორ იცავს პოლიტიკურ სპექტრი კონსტიტუციას და რამდენად სცემენ კონსტიტუციას ისინი პატივს. მათი განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა დაძაბული იყო მდგომარეობა, ასეთი განცხადებები არ იყო. ფაქტი ერთია, საჯაროდ ჩანდა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინ რას აკეთებდა ამ პროცესში, პასუხი ამაზე წესით მარტივი უნდა იყოს და დაველოდოთ, რა პასუხი ექნება შსს-ს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გვილავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42