ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
პოლიტიკა - 14:18, 15 Jun, 2019     21537
ვლადიმერ ევტუშენკო, ლევან ვასაძე, ბიძინა ივანიშვილი - გრუ-ს გეგმა საქართველოში. რუსული სამხედრო დაზვერვა 2020 წლის არჩევნებისთვის ქართულ პოლიტიკურ ველზე ივანიშვილის გვერდით ლევან ვასაძის გაძლიერებას აპირებს.

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ზაფხულის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი ლევან ვასაძე კიკეთში აგარაკზე სტუმრობდა. ოლიგარქი თავად ეახლა რაინდს მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე ლევან ვასაძეს ცნობილი რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკო სტუმრობდა.

რა შემოუთვალა კრემლმა ივანიშვილს და რას აპირებს ოლიგარქი.

„ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ივანიშვილის სტუმრობის მიზანი ვასაძესთან პოლიტიკური გეგმების დალაგება იყო, რომელიც სწორედ ევტუშენკოს სტუმრობით დაიწყო. ივანიშვილმა გადაწყვიტა ვასაძე პოლიტიკაში ცოტა მოგვიანებით ჩართოს, სავარაუდოდ 2020-ის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ივანიშვილის და რუსეთის მთავარი პრობლემა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საშიშროებაა, ხოლო შეცვლის შემთხვევაში გარდაუვალია, რომ ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია მოვა. ამის ნიშნები ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოკვეთა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გირგოლ ვაშაძემ „ოცნების“ მიერ მხარდაჭერ სალომე ზურაბიშვილს, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მოუგო, რომ არა ხელისუფლების საარჩევნო მოსყიდვები და მაქინაციები, რაზეც ეუთო ოდირის დასკვნაშიც არის ხაზგასმული. ვაშაძემ მაშინ 800 ათასი ხმა აიღო.

„ივანიშვილი ქვეყნიდან არ უნდა წავიდეს და მან დასახული გეგმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს, ესაა გრუ-ს (სამხედრო დაზვერვის) მიზანი, ამიტომ მათთვის დღეს მნიშვნელოვანია ლევან ვასაძის გამოყენება, ამ თამაშის ნაწილია ფსევდოპატრიოტული მოტივებით ეკლესიის თემით მანიპულირება, რაც ასევე რუსული გეგმის ნაწილია. როგორც სჩანს ინაშვილ-თარხან-მოურავის პატრიოტთა ალიანსმა იმედები ვერ გაამართლა და ახლა მათი ადგილის შევსებას ივანიშვილი, რუსული გეგმის მიხედვით, ვასაძის სახით ცდილობს“ - ამბობს ჩვენი წყარო.

კიდევ ერთი სახელი, რომელიც ევტუშენკოს გვერდით ფიქსირდება, არის მალაფეევი, რომელიც ევტუშენკოს მეგობარია. როგორც „ნიუპოსტს“ წყარომ განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე ევტუშენკო არ ჩამოდის, და მისი საკონტაქტო პირი სწორედ მალაფეევი იქნება.

მანამდე კი ლევან ვასაძე აგრძელებს ე.წ. პატრიოტული მოტივებით სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორის გუშინ იმყოფებოდა ლგბტ პირების აქციაზე, სადაც ვასაძე ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი და იორნიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ვასაძემ ხვალისთვის დიდი აქციაც დააანონსა, რომლის ორგანიზებაშიც, ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოს გარკვეული პირები დახმარებას უწევენ.

ინფორმაციითსვით:

ვინ არის ვლადიმერ ევტუშენკო, რომელსაც ვასაძის მხარდაჭერა აქვს დავალებული.

2005 წელს ევტუშენკო „ფორბსის“ ვერსიით რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედიოდა. მისმა ქონებამ მაქსიმალურ ნიშნულს 2008 წელს მიაღწია და 10,3 მლრდ დოლარი შეადგინა.

ევტუშენკოს ოჯახი ფლობს სინვესტიციო ფონდ „Redline Capital Managment“-ს, რომლის განვითარებით ლონდონში, ბიზნესმენის ქალიშვილი ტატიანა ევტუშენკოა დაკავებული.

ევტუშენკოს ასევე ფლობს აგარაკს აფხაზეთში, სოფელ აგუძერაში. ცოტა ხნის წინ ის სტუმრობდა აფხაზეთს და აღნიშნული აგარაკის აღდგენითაცაა დაინტერესებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42