მარიამ ჯაში მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„მთავარი არის, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი სახის ძალადობა, რომელიც შეზღუდავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე მათი თავისუფალი გამოხატვის უფლებას. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატვის, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ის ბალანსი, რომელიც არის მოსაძებნი, დიალოგის ფორმატში მოვძებნოთ და გავათავისუფლოთ ეს სივრცე აგრესიისა და დაპირისპირებისგან,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ის გამოეხმაურა აქციაზე ლევან ვასაძის მისვლას, რომელიც ლგბტ თემის საწინააღმდეგო მოწოდებებს აკეთებდა.
მისი თქმით, ბიზნესმენი ყოველწლიურად აქტიურდება საზოგადოებრივ საკითხებთან მიმართებაში.
„ბატონი ლევანი ყოველწლიურად არის აქტიური სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხში, განსაკუთრებით იმ თემებში, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოგრაფიის განვითარების ხელშეწყობას, რელიგიური საკითხები მისთვის ყოველთვის იყო საინტერესო, კონკრეტულად ბოლოდროინდელ გააქტიურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მასალის გამოყენების პირობები






