მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ლევან ვასაძე შეუერთდა და მათი აქციის მონაწილეების დაკავება გააპროტესტა. ბიძნესნმა შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
„ რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები. ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და აქ მოგვიხადონ ბოდიში. მაინცდამაინც, ისე უნდა ვხაოდეთ და ვღაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე? ვეძახი გახარიას, რომ მიხვედი, შე კაი კაცო, ნარკომანებს ბოდიშები უხადე, აგერ ვდგავართ და მოდი, მოგვიხადე ბოდიში. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. თუ სახელმწიფო უარს ამბობს წესრიგის დაცვაზე, ამ წესრიგს ჩვენ დავიცავთ. სულ მთელი მსოფლიოს ელჩები თბილისში რომ ჩამოვიდნენ და ეჭიჭყინონ ამ მთავრობას, აქციის გამართვის უფლებას მათ არ მივცემთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
დღეს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს.
„თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
მასალის გამოყენების პირობები






