IDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შსს-ს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
პოლიტიკა - 17:54, 14 Jun, 2019     748

IDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - ინფორმაცია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შეფასების 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციებიც 2014 წელთან შედარებით და ასევე, მოიცავს საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს.

IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს 96%-იანი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელთან შედარებით ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად - 39%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუმჯობესა და ამ კუთხით, საჯარო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე აქვეყნებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი რეკომენდაციებსაც გამოსცემს და მოუწოდებს სხვა საჯარო დაწესებულებებს, საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსონ ყველა ის ფინანსური თუ სხვა საჯარო დოკუმენტი, რომლზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. ამის წარმატებულ მაგალითად კი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოჰყავს, რომლის საჯარო ინფორმაციის გვერდზე დამატებით გამოქვეყნებულია მაღალი ინტერესის მქონე სტატისტიკური მონაცემები, სამინისტროს მიერ აღრიცხული მონაცემთა ბაზები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ IDFI-ს აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42