„ურთიერთობის მეტ-ნაკლებად დალაგება რუსეთსა და საქართველოს შორის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, როდესაც მტკიცედ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება და შესაბამისად, შეუქცევადი გახდება ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მანამდე, ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან მუდამ იქნება სახიფათო, ვინაიდან, მის მიერ საქართველო და მთელი რეგიონი განიხილება როგორც პოტენციური მსხვერპლი და გადაყლაპვის ობიექტი.
კარასინმა, ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა, რომ რუსეთის მხრიდან ამ თემაზე გაღიზიანებით და შეშფოთებით საუბარი არ არის შემთხვევითი. ეს პროექტი, იმ შემთხვევაში, თუ ის დასავლელი ინვესტორების მიერ იქნება განხორციელებული, მათთვის არასასურველი და არასასიამოვნოა, ვინაიდან ასევე განუმტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას და ამიტომ, აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად ყურადღებით მოვექცეთ ამ პროექტს და ჩვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით უზრუნველვყოთ მისი განხორციელება“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიერის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ დიდ სიღრმეში შევიდა და სწორედ ამით არის გამოწვეული, გარკვეული გამოცოცხლება საქართველოსადმი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, გაძლიერებული გაღიზიანება საქართველოს მისამართით, რუსეთის მხრიდან.
„აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, იმას, თუ როგორ წარმართავს საქართველო თავად ამ უაღრესად მნიშველოვან და მე ვიტყოდი, სახიფათო, მაგრამ აუცილებელ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალ პერიოდში საქართველოს უსაფრთხოება საიმედოდ იქნას გარანტირებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ საქართველოს, მისი უმაღლესი პირების სახით წარმოადგენდნენ ძალიან გამოცდილი და სერიოზული ადამიანები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ პროცესის ეფექტურად ჩატარება მე, პრინციპში, ძალიან პრობლემატურად მეჩვენება ამ ხელისუფლების პირობებში. იმიტომ რომ, თუ გადავხედავთ ჩვენ იმ თანამდებობის პირებს, ვისაც ეს ეხება და ვინც ეს უნდა აწარმოოს, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, არც ერთი მათგანი თავისი პროფესიონალიზმის, პოლიტიკური ნების და თუ გნებავთ, პოლიტიკური გუნდების გათვალისწინებით, ამ ამოცანის სიმაღლეზე არ დგას და რაც მთავარია, მათ არ გააჩნიათ ის, რაც არის უმნიშვნელოვანესია, ამ შემთხვევაში. მათი რეალური უფლებამოსილება არანაირად არ შეესაბამება მათ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ არაფორმალური მართვის რეჟიმში ვიმყოფებით და მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო მოწყობის ამ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული მოლაპარაკებების წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და აყენებს დღის წესრიგში ამოცანას ამ ხელისუფლების გამოცვლის, პროგრესული, პროფესიული და ნამდვილად პატრიოტული ხელისუფლების მიერ. შესაბამისად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტ და უდიდეს მნიშვნელობას იძენს ქართველი ერისთვის“- დასძინა ნიკა ვაშაკიძემ.ა
მასალის გამოყენების პირობები






