„2013 წლის 17 ივნისის შემდეგ მივიჩნევთ, რომ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სექს-სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებზე სისტემატიური ხასიათი მიიღო.
პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, ლგბტქ აქტივისტებთან ერთად ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართულნი უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით ამ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობის გაზრდისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით,რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძნებას, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩვენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ,რომ არ ვუერთდებით წლევანდელი თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები.“- განაცხადა გაბრიელამ
ტრანსგენდერი ქალები პატივისცემას გამოხატავენ ლგბტქ თემის ყველა იმ წევრის მიმართ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პრაიდს. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ პრაიდის დაანონსებამდე არავის უკითხავს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის აზრი.
თბილისი პრაიდის კვირეული 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






