ივანიშვილმა ბახტაძეს „წითელი აუნთო“, ცქიტიშვილი პრემიერი ხდება - დიდი კულუარული ომი „ოცნებაში“
პოლიტიკა - 11:33, 14 Jun, 2019     6675
„ქართულ ოცნებაში“ დიდი გადაყენებები იწყება. ზოგადად, იმის შესახებ ხმები, რომ სამთავრობო კარუსელი დატრიალდებოდა, ჯერ კიდევ სუალედურ არჩევნებამდე გავრცელდა და მაშინ ისიც ითქვა, რომ ნაარჩევნებს ივანიშვილი ვიღაცებს ყურს აუწევდა და გრძელვადიან შვებულებაში გაუშვებდა. „ყურის აწევა,“ როგორც ირკვევა, მამუკა ბახტაძეს ემუქრება, ანუ თითქმის დადასტურებულია ინფორმაცია, რომ აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პრემიერი, რომელიც ოკეანის გაღმა გაურკვეველ რიხვებზე საუბრობდა, თანამდებობას დატოვებს.
ბახტაძის შემცვლელად ყველაზე ხშირად გიორგი გახარიას კანდიდატურა სახელდებოდა, მაგრამ ოლიგარქს, არსებული ინფრომაციით, გადაწყვეტილება შუეცვლია და გაპრემიერებას მაია ცქიტიშვილს უპირებს, ზოგადად, ცქიტიშვილი, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრია, ივანიშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებლად ითვლება. ამასთან, „ოცნების“ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ ქალბატონს ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან ყველა ინფორმაცია წერტილ-მძიმიანად მიაქვს, ანუ ცქიტიშვილი ივანიშვილის უსიტყვო მორჩილია.

ამას გარდა, ბახტაძესთან ერთად თბილი სავარძლის დატოვება შესაძლოა, სხვებსაც მოუწიოთ, თუმცა რამდენიმე დღის წინ, „ოცნებაში“ გამართულ დახურულ შეხვედრაზე, ივანიშვილს მკაფიოდ მარტო ის უთქვამს, რომ ბახტაძე შინ უნდა წავიდეს.
მაია ცქიტიშვილის მთვარობის მეთაურად დანიშვნა იმას მოასწავებს, რომ „ოცნების“ კლანების შიდა ომი გაღრმავდება, ანუ აქამდე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილის კარზე ორი გავლენიანი დაჯგუფება არსებობდა, მათ შორის, ერთი - კახა კალაძის. მართალია, ცქიტიშვილს საკუთარი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ანუ მას შემდეგ, როცა ეს ქალბატონი პრემიერი გახდება, ივანიშვილის მითითებით, ალბათ, ძალას და ღონეს არ დაიშურებს, რომ ყველა „მეოცნებე“, რომელსაც ივანიშვილის ზურგს უკან თამაშის ამბიცია აქვს, პოლიტკურად გაანეიტრალოს. ეს როგორ მოხდება, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ „მამა-მარჩენალი“ მათ უფრო აფასებს, ვისაც მასთან ენები მიაქვს, ამიტომაც, არსებობს ალბათობა, რომ „ოცნებაში“ „ჩაშვების კვირეულები“ დაიწყოს.
ასეა თუ ისე, მმართველი გუნდი ცაიტნოტშია - მას პრობლემები მარტი საერთაშორისო ასპარეზზე კი არ აქვს, არამედ, შიგნითაც. ვითარებას ისიც ართლებს, რომ „ოცნება“, როგორც ამბობენ, ახალ სახეებს ვერ ეძებს, ანუ ყველა გავლენანმა „ფეისმა“ მმართველ გუნდს უარი უთხრა, რომ მისი სახე გახდეს. ბახტაძის გაშვება და მის ადგილას ცქიტიშვილის მოყვანა კი არსებულ მოცემულობას ოდნავადაც ვერ შეცვლის.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42