ისრაელიდან, საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილი, რომელიც თელავივიდან სპეცრეისით ჩამოფრინდა, ადასტურებს, რომ საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ დაკავების შემდეგ არაადამიანურად ეპყრობოდნენ, თუმცა საქართველოს საკონსულომ მათ ყურადღება არ მიაქცია.
„ოჯახის გულისთვის ვართ გასული, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, ეს ერთი და მეორე - კარების დანგრევა, შემოცვენა, არაადამიანურად მოპყრობა? ბიჭები დაღლილები არიან. კაი, ბიჭი აიტანს ცემას, მაგრამ ქალები და გოგოები მაგას ვერ უძლებენ. არ არის ეგ ადამიანური მოპყრობა, როგორც ეგენი გვექცევიან და ხანდახან, რომ ვეკითხებით, რატომ ხდება ასე, გვპასუხობენ, არ გვაინტერესებს, მოგაქციოთ თქვენმა მთავრობამ ყურადღებაო. არ გვყოლია მთავრობა ჩვენ. ერთს რომ ურეკავენ, არ მცალია, არ მცალიაო, რას აკეთებს ვერ გავიგე, ციხეში თუ ადამიანს ყურადღება არ მიაქცია, რომ თავის დროზე სახლში წამოვიდეს,“-განაცხადა თამაზ ბერელიძემ.
საკონსულოში კი განმარტავენ, რომ სადეპორტაციო ცენტრი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან მოთავსებულები, საბაზისო სტანდარტებს შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






