„ეს ხალხი სჭირდებათ შავ-ბნელი საქმეების გაკეთებაში“ - პრეზიდენტმა პოლიტპატიმრების საქმისა და "კაბელების საქმის" პროკურორები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 10:25, 14 Jun, 2019     1581
საქართველოს პრეზიდენტმა პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეს 4 პროკურორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთა შორის არიან ნინო აღლემაშვილი, რევაზ ბაღაშვილი, გიორგი გოგაძე და ფრიდონ ქარცივაძე.


პრეზიდენტის განცხადებით მათ ჯილდო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

პროკურორების დაჯილოდების საკითხმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით თუ რა დამსახურებისთვის მიიღეს მათ ღირსების ორდენები, ყველაზე მეტი კითხვა ფრიდონ ქარცივაძესა და ნინო აღლემაშვილთან დაკავშირებით დაისვა.

ფრიდონ ქარცივაძე სახელმწიფო ბრალმდებელი იყო 2011 წელს „ბათუმის მაისის მოვლენების საქმეში“. პირები რომელთა წინააღმდეგაც ბრალმდებელი ქაცივაძე გამოდიოდა 2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა და ციხიდან გაუშვა.

რაც შეეხება ნინო აღლემაშვილს ის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული „კაბელების საქმის“ ბრალდების მხარე იყო.

„კაბელების საქმის“ ადვოკატი ლევან სამუშია ხელისუფლებას უკანონობის წახალისებაში ადანაშაულებს.

„კაბელების საქმის პროკურორი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ასევე ის პროკურორი და ის საქმე, სადაც "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ პოლიტპატიმრები ჰყავდათ, იმ საქმის პროკურორი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მე არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში ლევან მურუსიძეც იქნას დაჯილდოებული ღირსების ორდენით, ვინაიდან ბატონმა ივანიშვილმა ის არაფორმალურად უკვე დააჯილდოვა და მას გმირი უწოდა. ეს ხალხი მათ სჭირდებათ, სჭირდებათ იმ შავ-ბნელი საქმეების გაკეთებაში, რასაც ისინი ემსახურებოდნენ.“- განაცხადა სამუშიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42