რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთს არ სურს რომ მისი მეზობელი ნატოს წევრი იყოს, ამის შესახებ განცხადება რუსმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
„ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ერთია როდესაც გყავს მეზობელი, კეთილი მეზობელი, რომელსაც აქვს პრობლემები და ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემები, მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც შენი მეზობელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.
ეს სრულიად განსხვავებული ხარისხია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ურთიერთობებისათვის. რას გავაკეთებთ? დიპლომატია არის დარწმუნების და შეთანხმების ხელოვნება. ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ ურთიერთობების განვითარება დაგვეხმარება თანაცხოვრება შევძლოთ და ვიმეგობროთ სხვა ფორმებით და არა ბრიუსელიდან და ნატოდან. ჩვენი სუვერენული უფლებაა, განვავითაროთ ურთიერთობები მეზობელთან და წინასწარ გავაფრთხილოთ, თუ რას არ ვისურვებდით“- განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






