რაც შეეხება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კარასინის განცხადებას, აბაშიძე ამბობს, რომ შეხვედრისას ეს თემა არ განხილულა.
„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თემა საერთოდ არ განხილულა. არც წინა შეხვედრებზე საერთოდ არ გვისაუბრია. რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს ნატოსთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, სუვერენული არჩევანი. როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება რაღაც განცხადებები მუქარის ტონით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, ასეთი ტონით მეზობელ ქვეყანას არ უნდა ელაპარაკო,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს, შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "დამღუპველი" უწოდა დასავლეთის წარმომადგენლების, პირველ რიგში აშშ-ის მცდელობას ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თაობაზე.
კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ -ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






