"სასამართლო რეფორმის კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცეს" - კობახიძე
პოლიტიკა - 18:53, 13 Jun, 2019     650
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას გამოეხმაურა.


საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარეს აქტიური ჩართულობისა და კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

„დღეს გამოქვეყნდა საგანგებო განცხადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. განცხადება გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის მიერ და მისი შინაარსი არის შემდეგი: „აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, მიესალმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით, პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში“.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საერთო ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებაა და ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მისივე თქმით, პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით ივნისში მიიღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ, აღნიშნულია, როგორც ხედავთ, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანი არის სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე, მინიშნება კონსენსუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იყო აღნიშნული განცხადებაში, ძალიან ფართო კონსესუსით მომზადდა ეს კანონპროექტი, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი თითოეული მხარის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თითოეულ პარტნიორს. ჩვენი საერთო ამოცანა არის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნა მომზადებული. პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. უკვე ივნისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება, რაც უზრუნველყოფს არსებითი ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემაში”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42