​აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 18:44, 13 Jun, 2019     955
2 ივნისს შედგა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა თემაზე: „ნატო-ს გაფართოება: ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შეფასება." მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, კეტრინ ვილბერგერი.


მოსმენისას ხაზი გაესვა ნატო-ს მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ნატო მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი) ისაუბრა ნატო-ს გაფართოების გონივრულობაზე. „ვფიქრობ აქ ქართველები რომ იყვნენ - რომელთა ორი რეგიონი რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედების გამო კვლავაც ოკუპირებულია და უკრაინელები, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ძლიერ არგუმენტს მოიყვანდნენ, თუ რატომ არის ნატო-ს გაფართოება გონივრული იდეა." - აღნიშნა სენატორმა რიშმა.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა, კრის მერფიმ (დემოკრატი-კონექტიკუტის შტატი) გაიხსენა რამდენიმე წლის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ს შიგნით, მისი წევრი ქვეყნების ლიდერთა შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა. „ერთ-ერთი ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერი ამტკიცებდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ყოფნა ალიანსს ომის მდგომარეობაში ჩააყენებდა რუსეთთან. მაგიდასთან დამსწრე სხვა ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის შიგნით ყოფნით სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნები გვეყოლებოდა, რომლებიც თავიდან აირიდებდნენ მათ ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასა, თუ ჩარევას. ამიტომაც მრავალი ჩვენგანი ძალიან მოხარულნი ვართ, ჩრდილოეთ მაკედონიის სახელთან დაკავშირებული შეთანხმებით და კიდევ ერთი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებით, რაც გამბედაობით და წარმოუდგენელი ლიდერობით მოხერხდა" - აღნიშნა სენატორმა კრის მერფიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42