ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 18:40, 13 Jun, 2019     591

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს ასევე დაესწრნენ საჯარო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის რეფორმის, ტელეკომუნიკაციის სფეროში რეფორმის თაობაზე და პრეზენტაცია ხორბლისა და ფქვილის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები".

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საკონსულტაციო საბჭო საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის მიზნით შექმნილი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მისი საქმიანობისთვის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება მოახდინოს და ინფორმაცია მიზნობრივ აუდიტორიას დროულად და შუალედური რგოლის გარეშე მიაწოდოს. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში სახელმწიფო უწყებებსაც აქვს შესაძლებლობა, გააცნონ კერძო სექტორს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ბიზნესი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო" 2016 წლიდან ფუნქციონირებს და კვარტალში ერთხელ რეგულარულ შეხვედრებს მართავს, რომლის დროსაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" შესაბამისად. რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42