„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:38, 13 Jun, 2019     627
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის". კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა (United States Institute of Peace), ჰერითეიჯ ფაუნდეიშენმა (Heritage Foundation ) და საქართველოს საელჩომ აშშ-ში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული მდებარეობის გამო.

მინისტრმა აქცენტი გააკეთა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე აშშ-სთან, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან. მისი თქმით, აშშ საქართველოს ძირითადი სტრატეგიული მოკავშირეა და, ამდენად, საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი დონის დიალოგს ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ (HLTID) და დაინტერესებულია უახლოეს მომავალში შემდეგი შეხვედრის ჩატარებით.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და განაცხადა, რომ 2018 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და აშშ-ს შორის 33 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის თქმით, აღნიშნული დინამიკის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აშშ-სთან არსებული პოტენციალი ვაჭრობის, ინვესტიციების და ა.შ. მიმართულებებით," - აღნიშნა მინისტრმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა. ეს იქნება ჩვენი რეგიონის აშშ-ს მზარდი ეკონომიკური ინტერესების მკაფიო სიგნალი და ასევე, მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების, მისი ეკონომიკური განვითარების და სავაჭრო დივერსიფიკაციის საჭიროებების თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42