„აშშ-ში საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა“ - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:28, 13 Jun, 2019     559
„საქართველო განიხილება, როგორც პოლიტიკურად სტაბილური, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო ქვეყანა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიუროკრატია, მაღალია საკომუნიკაციო ეფექტურობა, ხოლო საგადასახადო ტვირთი - დაბალი. ეს ფაქტორები აყალიბებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის".

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იყვნენ ინვესტორები აშშ-დან, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების შესახებ გააცნო და განაცხადა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ადასტურებენ პოზიტიურ მოლოდინებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ.

ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტიციები რეალურ სექტორში (ძირითადად ენერგეტიკა და ტრანსპორტი), ექსპორტის დივერსიფიკაცია, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ტურისტული ნაკადების გაზრდა იქნება მთავარი მამოძრავებელი ფაქტორები, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ საქმიანობაზე. ამასთან, მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების შედეგად მშპ-ის ზრდის პოტენციური დონე კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს წლებში ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს გადააჭარბებს.

ნათია თურნავა აშშ - ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42